FAQ

პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადება

პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამები შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა იურიდიულმა პირმა.  

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვებით შესაძლებელია იურიდიულმა პირმა განახორციელოს ნებისმიერი პროგრამა მათი შეხედულებისამებრ. უფლების მოპოვებისა გარეშე, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გზით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ მხოლოდ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამები.  
პროფესიული მომზადების პროგრამა  პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. ხოლო, პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია პირისთვის კომპეტენციების  შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.  

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების საფასურია 815 ლარი, ხოლო ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის  საფასურია - 175 ლარი. 
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის უფლების მოპოვების პროცედურის ხანგრძლივობაა 60 სამუშაო დღე. ხოლო, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის  პროცედურის ხანგრძლივობაა 30 სამუშაო დღე.  

უფლების მოპოვების შემდეგ იურიდიულ პირს/საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს 3 წლის განმავლობაში განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა და გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.