FAQ

ზოგადი განათლება

 

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:

 

) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქის აღზრდა;

) სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;

) ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მქონე და დამცველი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;

) მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის ხელშემწყობი მოქალაქის აღზრდა;

) დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მცოდნე და დამცველი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს პატრიოტიზმთან, სახელმწიფოებრიობასა და საკაცობრიო იდეალებთან;

) ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და აკადემიური ცოდნით აღჭურვილი, წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არა მხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ;

) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებული, გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მიმღები, მოაზროვნე, მაძიებელი, შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტად განმავითარებელი, ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი, შრომისმოყვარე მოქალაქის აღზრდა;

) ფიზიკური, ინტელექტუალური, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;

) თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროშიციფრული მოქალაქეობისუნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება;

) გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე სათანადო რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნული, ეროვნული, რეგიონული და გლობალური განვითარების მიზნებს.

 


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურები

სრული ზოგადი განათლება არის სამ საფეხურიანი და თორმეტწლიანი.
სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:
ა) დაწყებითი - I-VI კლასები;
ბ) საბაზო - VII-IX კლასები;
გ) საშუალო - X-XII კლასები.
დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

"სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი".

საბაზო განათლების მიღების შემდეგ გაიცემა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი. საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე პირს აქვს უფლება, გავიდეს სკოლიდან, სწავლა გააგრძელოს ზოგადი განათლების მესამე საფეხურზე ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.  
დიპლომი, რომელიც გაცემულია იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.