FAQ

თემატური ანალიზები

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუშაობს ანგარიშებზე, რომლებშიც აღწერილი და გაანალიზებულია ხარისხის გარე უზრუნველყოფის საქმიანობის შედეგად მიღებული ზოგადი სურათი. თემატური ანალიზების საშუალებით ცენტრი ახდენს რეფლექსიას ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკასა და პროცესებზე და ანალიზის შედეგებს მათი გაუმჯობესებისთვის იყენებს.

 

 

ევროკავშირის დაძმობილების პროექტ Twinning-ის მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში მუშაობა   სამ თემატურ ანალიზზე დასრულდა:

 

  • საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში, საზღვარგარეთ აღიარებული საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარების არსებული პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი;
     
  • საქართველოში პროფესიული განათლების სწავლის სფეროების ცვლილების ანალიზი შინაარსობრივ და ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან მათი შესაბამისობის თვალსაზრისით;
     
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების (მათ შორის კლინიკური სწავლების) ხარისხის უზრუნველყოფა.

 

ცენტრსა და Erasmus+ საქართველოს ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2019 წელს განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზი. კვლევის განმახორციელებლი პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ახალი სტანდარტების შემუშავებასა და ავტორიზაციის განხორციელების პროცესში, როგორც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები, ავტორიზაციის ექსპერტები და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წამყვანი პერსონალი, რომლის ფარგლებშიც პროცესების გაუმჯობესებისთვის წარმოჩინდა განვითარების ტენდენციები და შემუშავდა რეკომენდაციები. კვლევის შედეგების ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

 

 

უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზი

 

 

 

ამჟამად ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა თემატურ ანალიზზე სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ.

თემატური ანალიზის მეთოდოლოგია შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციების მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, აღნიშნული პროექტის ექსპერტების მიერ.

 

თემატური ანალიზის მეთოდოლოგია

 

 

 

 

ანალიზი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.
დოკუმენტი შეიცავს, როგორც მიმდინარე პროცესების ანალიზს, აგრეთვე სთავაზობს რეკომენდაციებს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და პროფესიულ საზოგადოებას თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა სამართლის დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებთან.

 

სამართლის ახალი დარგობრივი მახასიათებლის დანერგვა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში 

 

 

 

 

დოკუმენტში გაანალიზებულია მომსახურების, არქიტექტურისა და მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მეთევზეობის და ვეტერინარიის სწავლის სფეროებში არსებული პროფესიული კვალიფიკაციები და განხილულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან მათი შესაბამისობა, ასევე იდენტიფიცირებულია ის სწავლის სფეროები/პროფესიული კვალიფიკაციები,  რომლებიც ამ ეტაპზე არ შედის სწავლის სფეროების კლასიფიკატორში, თუმცა მათზე არსებობს გამოხატული მოთხოვნა შრომის ბაზრის მხრიდან.

 

საქართველოში პროფესიული განათლების სწავლის სფეროების შინაარსობრივი ცვლილებები და ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან მათი შესაბამისობა
 

 

 

 

                                               

 

სამედიცინო განათლება საქართველოში: ხარისხის უზრუნველყოფა ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები

 

 

 

 

წინამდებარე თემატური ანალიზი განიხილავს სამედიცინო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პრობლემატიკას საქართველოში და განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სააგენტოებისთვის, სამედიცინო კლინიკებისა და საავადმყოფოებისთვის, ასევე სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ჩართული წამყვანი აქტორებისთვისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის როგორც საქართველოს ისე მსოფლიო მასშტაბით. თემატურ ანალიზში ასახული მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები მიემართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სამედიცინო განათლების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამუშაო ჯგუფის აზრით, ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნების განხილვა და გათვალისწინება მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება დაიწყოს დიალოგი ჩართულ მხარეებს შორის და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სამედიცინო განათლების შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის საქართველოში.

დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ (გერმანია AQAS, ესტონოთი EKKA, საქართველო NCEQE) მხარდაჭერი

 

სამ წელიწადში ერთხელ ცენტრში წარმოსადგენი შუალედური თვითშეფასების ანგარიშების თემატური ანალიზი

წინამდებარე თემატური ანალიზი წარმოადგენს ცენტრის მიერ განხორიცელებული სამ წელიწადში ერთხელ ცენტრში წარმოსადგენი შუალედური თვითშეფასების ანგარიშების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასებას და ემსაურება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, კონკრეტულად კი ავტორიზაცია-აკრედიტაციის თანმდევი შფასებების შემდგომ განვითარებას. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა როგორც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის 3-წლიანი ანგარიშების შეფასების ფარგლებში შექმნილი დასკვნები, ისე შესაბამისი უსდ-ების ავტორიზაციის დასკვნები. ამასთანავე, კვლევის ფარგლებში მოზდა შეფასებაში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების გამოკითვა და პოზიციების შეჯერება.

ანალიზის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები ძირითადად განკუთვნილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და ემსახურება როგორც სამწლიანი ანგარიშების, ისე ზოგადად, ცენტრის მიერ განხორციელებული ავტორიზაცია/აკრედიტაციის თანმდევი შეფასებების სამომავლო განვითარებას, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სამომავლო სრულყოფიათვის.

 

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკრედიტების დანერგვისთვის

 

წინამდებარე თემატური ანალიზი განიხილავს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკრედიტების დანერგვის, განხორციელებისა და აღიარების მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს, ასევე, ეროვნულ დონეზე, უმაღლეს განათლებაში მიკროკრედიტების სისტემის დანერგვის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას, მიკროკრედიტების დანერგვის, განხორციელებისა და აღიარებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნებისთვის.

ანალიზის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკრედიტების ოპტიმალური სისტემის დანერგვის თაობაზე, ასევე, მიკროკრედიტების დანერგვის, განხორციელების, აღიარების და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სამართლებრივი მოწესრიგების მიმართულებით.