შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
დაბადების თარიღი: 04.06.1991
ნინო ჯანელიძემ 2012 წელს დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ნინო ასევე, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა (აუდიტის მიმართულებით) და ა(ა)იპ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის მაგისტრების ხარისხებს. 2018 წლიდან არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, მოპოვებული აქვს სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების გრანტი, რომლის ფარგლებშიც იკვლევს რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის ეფექტურობას საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ნინო ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ნინო ჯანელიძეს აქვს საჯარო სექტორში შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება. პარალელურად, ის ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და არის რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების მოწვეული ლექტორი, საჯარო ფინანსების, აუდიტისა და ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით. ნინო ჯანელიძე 2014 წელს მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ხოლო ცენტრში მუშაობს 2015 წლიდან. ის იკავებდა შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციებს.