FAQ

ლაშა მარგიშვილი - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სახელი გვარი
ლაშა მარგიშვილი - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დირექტორი

ლაშა მარგიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის და სამართლის მაგისტრი კვალიფიკაციის მფლობელი, ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერი ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის ფარგლებშიც სამეცნიერო კვლევის განსახორციელებლად იყო მივლენილი დიდ ბრიტანეთში Queen Mary University of London-ში.

ლაშა მარგიშვილს გააჩნია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ 2011 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ასევე, 2012 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით ეწევა აკადემიურ საქმიანობას.

ლაშა მარგიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის რამდენიმე კონფერენციასა და ფორუმზე იყო მომხსენებელი და სესიის მოდერატორი. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი და ასევე, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) სერტიფიკატი.

ლაშა მარგიშვილი, 2024 წლის ოქტომბრიდან  იკავებს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას.