FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების თაობაზე საერთაშორისო ექსპერტებთან მე-8 კვარტალური შეხვედრა გაიმართა

2 ნოემბერი 2026

29 ოქტომბერი 2026

 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2026 წლის 29 ოქტომბერს, Erasmus+ პროგრამით დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“- ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან მერვე კვარტალური შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩოს საკონსულტაციო ჯგუფისათვის (EQF AG) წარსადგენად საქართველოს კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების საბოლოო ანგარიშის პაკეტისა და საერთაშორისო ექსპერტების (ბაიბა რამინა და კიარა ფინოჩეტი) ერთობლივი შეფასების წერილის განხილვა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის/დასტურის წერილის (Statement of Acceptance) მომზადების პროცედურულ საკითხებზე.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განხორციელებაში სწავლის ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).


პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას და საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების საერთაშორისო გამჭვირვალობის, თავსებადობისა და აღიარების გაძლიერებას.
 

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების თაობაზე საერთაშორისო ექსპერტებთან მე-8 კვარტალური შეხვედრა გაიმართა