განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა მარგიშვილი ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ქეით ევარტ-ბიგსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსნაციონალური განათლების განვითარების საგზაო რუკისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ჩარჩოს შემუშავების საკითხებს.
მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერების, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კონფერენციაში — Going Global 2026 — საქართველოს მონაწილეობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე.
ცენტრსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობა მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრსა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ბრიტანულ სააგენტოს (QAA) შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის მოადგილე კრისტიან დანკამბი და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე