განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ფარგლებში, 2026 წლის 27 მარტს, პროექტის — „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ —საერთაშორისო ექსპერტებთან მეხუთე კვარტალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების მიმდინარე პროგრესის შეჯამება და საერთაშორისო ექსპერტებისგან უკუკავშირის მიღება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს ამ რეფორმების შედეგად განხორციელებული სისტემური ცვლილებების ანგარიშში ასახვის მეთოდოლოგიაზე. განსაზღვრეს ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარმოდგენის საბოლოო ვადებზე და განიხილეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში დაგეგმილ აქტივობები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
აღნიშნული პროცესის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოში არსებული კვალიფიკაციების თავსებადობის დადგენას