FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს საერთაშორისო ექსპერტებს

12 ნოემბერი 2021

განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადა: 2021 წლის 17 დეკემბერი

პოზიცია: უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის/კლასტერული აკრედიტაციის ექსპერტი

ენა: ინგლისური

 

ინფორმაცია განცხადების შესახებ

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაარსდა 2010 წლის პირველ სექტემბერს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ცენტრის პასუხისმგებლობაში შედის განათლების ხარისხის გარე შეფასება, როგორც პროგრამულ ისე ინსტიტუციურ კონტექსტში. 2018 წელს ცენტრი აღიარებული იქნა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ, ხოლო 2019 წლიდან ჩართულია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეგისტრში (EQAR) და გაწევრიანებულია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA).

ამჟამად, ცენტრი აფართოებს საკუთარ ექსპერტთა/შემფასებელთა კორპუსს 2022 წელს კლასტერული აკრედიტაციის ეტაპზე გადასასვლელად შემდეგ სფეროებში: რელიგია და თეოლოგია, ისტორია და არქეოლოგია, ფილოსოფია და ეთიკა, ენის ათვისება, ლიტერატურა და ლინგვისტიკა, თავისუფალი მეცნიერებები, ციფრული ჰუმანიტარია, კულტურული მემკვიდრეობის კვლევები, აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება, მოდის, ინტერიერის და ინდუსტრიული/სამრეწველო დიზაინი, სახვითი ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება/(ხელნაკეთობა), მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება.

 

მოთხოვნილი უნარები და გამოცდილება

 

· ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან თანამშრომლობის გამოცდილება ინსტიტუციური/პროგრამული შეფასების განხრით;

 

· ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე;

 

· აკადემიური წერის უნარები;

 

· ეფექტური გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები;

 

· ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და არგუმენტირებული დასკვნის მომზადების უნარები;

 

მოვალეობები

ექსპერტი ვალდებულია შეადგინოს გარე შეფასების დასკვნა. დასკვნაში უნდა გააანალიზდეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები (კლასტერი) შემდეგი ასპექტებით:

 

· საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები, ასევე პროგრამის შინაარსის შესაბამისობა გაცხადებულ მიზნებთან და შედეგებთან;

 

· სწავლების მეთოდები და პროგრამის სტრუქტურა, ასევე სტუდენტთა შეფასების მეთოდების ადეკვატურობა;

 

· აკადემიური ფუნქციების შესრულება და ინდივიდუალური მუშაობა სტუდენტებთან;

 

· მატერიალური და ადამიანური რესურსები (ინფრასტრუქტურა, სასწავლო გარემო და ა.შ.);

 

· სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმები.

 

ფინანსური მხარე

· შესასრულებელი სამუშაოსთვის ექსპერტი მიიღებს ანაზღაურებას, რაც დამოკიდებული იქნება შესაფასებელი პროგრამების რაოდენობასა და შეფასების ფორმატზე (დისტანციურად/ადგილზე). აგრეთვე, ექსპერტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა რელევანტური დოკუმენტის ინგლისური თარგმანით.

 

განაცხადი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი რეზიუმე (CV), ასევე სახელოვნებო და ჰუმანიტარულ დარგებში (სწავლის სფეროების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ ზედა მიმოხილვით ნაწილში) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: higher.ed@eqe.ge - გთხოვთ, cc-ში ჩასვათ t.bakakuri@eqe.ge, ხოლო შეტყობინების თემაში მიუთითოთ „საერთაშორისო ექსპერტი - [სწავლის სფერო]“.