უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია
საერთაშორისო აკრედიტაციის მიზანი
ცენტრის მიერ განხორციელებული საერთაშორისო აკრედიტაციის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით ცენტრში არსებული გამოცდილების გაზიარება , უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებით განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა, ასევე ადგილობრივი ექსპერტების და ცენტრის წარმომადგენლების პროფესიული განვითარება.
საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი
საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი დეტალურადაა გაწერილი აკრედიტაციის დებულებაში და გათვლილია აკრედიტაციის მაძიებლისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება. საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი იწყება საკონსულტაციო შეხვედრით
საკონსულტაციო შეხვედრა
პირველ ეტაპზე, ცენტრის საერთაშორისო აკრედიტაციით დაინტერესებული უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საკონსულტაციო შეხვედრის მოთხოვნის მიზნით, უკავშირდება ცენტრს, რომლის ფარლგებშიც წერილობით მიმართავს შემდეგი საკითხების შესახებ:
ა) საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი;
ბ) სააკრედიტაციო განაცხადის მომზადება და თვითშეფასების პროცესის დაგეგმვა/ განხორციელებას;
გ) სააკრედიტაციო ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
დ) აკრედიტაციის სტანდარტების, აგრეთვე დარგობრივი მახასიათებლების განმარტება.
წერილობითი კომუნიკაციის დაწყების შემდეგ ცენტრი ოპტიმალურ დროში დაუკავშირდება დაწესებულებას და ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ჩანიშნავს საკონსულტაციო შეხვედრას. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ცენტრი საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს კომუნიკაციას აკრედიტაციის მაძებელი დაწესებულების ქვეყანაში მოქმედ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან და ამის შემდეგ მხარეებს შორის შედგება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის პირობებსა და პასუხისმგებლობებს.
საერთაშორისო თანამშრომლობა
ცენტრისათვის პრიორიტეტია კონსტრუქციული საერთაშორისო თანამშრომლობა იმ ქვეყნებში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან, რომელშიც შეფასება მიმდინარეობს. ადგილობრივი კონტექსტის, ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი განათლების სისტემის, დარგობრივი მახასიათებლების, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, ცენტრისთვის მნიშვნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კონკრეტული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან.
ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა
ცენტრისათვის პრიორიტეტულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასების განხორცილება, რომელიც მაქსიმალურად ინტერნაციონალიზებული იქნება. ამ მიზნით, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ადგილობრივი წევრები, სტუდენტი, საერთაშორისო ექსპერტი, დამსაქმებელი. ამასთანავე, შეფასების სპეციფიკის მიხედვით შესაძლებელია მონაწილეოდებდნენ რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნიდან მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები. ამასტანავე, შეფასების პროცესში აუცილებელია იმ ქვეყნის წარმომადგენელი ექსპერტის მონაწილეობა, რომელშიც საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ფუნქციონირებს. აღნიშნული ექსპერტ(ებ)ის ვინაობა თანხმდება შესაბამისი განათლების ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან.
მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება
მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის განსაკუთრებით მნიშვნელობისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ ცენტრისათვის მინიჭებული პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, შეფასების პროცესში ცენტრი ითვალისწინებს ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებულ მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელს, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს საბაზო სამედიცინო განათლების შესახებ და ასევე, აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ქვეყანაში მოქმედ დარგობრივი მახასიათებლის ძირითად მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულის მიზანია შეფასების მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა, ასევე კონკრეტული კონტექსტისადმი მისადაგება.
გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციასთან დაკავშირებით
შეფასების სპეციფიკის გათვალისწინებით საერთაშორისო აკრედიტაციის დასკვნები შედგება ინგლისურ ენაზე. აკრედიტაციის საბჭო უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხილვისას, უფლებამოსილია მოიწვიოს არაუმეტეს 2 საერთაშორისო ექსპერტი, რომელთაც გააჩნიათ სათათბირო ხმა. მათი ჩართულობის მიზანია შეფასების პროცესის გამჭვირვალობის ამაღლება და კონკრეტული ქვეყნებისა და რეგონების კონტექსტის სიღრმისეული გააზრება/გათვალისიწნება ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება საერთაშორისო აკრედიტაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე.