ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებეს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოები, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოების და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში.
ავტორიზაციის/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოების წევრების შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს ცენტრი, რომელიც კომისიური წესით, ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად.
ავტორიზაციის/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. ავტორიზაციის/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებანი განისაზღვრება ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 13 აგვისტოს N93-ე ბრძანება.