ნინო ჟვანიამ დაამთავრა თბილისის 23-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა აღმოსავლეთმცოდნე - ფილოლოგის კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2009 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების კათედრაზე.
აქვს რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობის 12 წლის გამოცდილება.
იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი.
მსოფლიო ბანკის განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტში ”ილია ჭავჭავაძე“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენერი.
„პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის განვითარების ხელშეწყობის პროექტი“-პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების შემუშავების ექსპერტ-ფასილიტატორი.
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენერი
მუშაობდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორად და ასევე ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორად.
2020 წლიდან არის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.