FAQ

სოფიო მგალობლიშვილი

სახელი გვარი
სოფიო მგალობლიშვილი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

სოფიო მგალობლიშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, მიენიჭა ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ანგლისტიკის სპეციალობით. ასევე, დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლა, მიენიჭა ადგილობრივი თვითმმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

 

სოფიო მგალობლიშვილს გააჩნია განათლების სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება:

Ø 2012 - 2018 წლებში მუშაობდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ადამიანური რესურსების სამმართველოს კოორდინატორად;

Ø 2018 - 2019 წლებში - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანაშემწედ;

 

 

Ø 2019 - 2021 წლებში - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსად და 2021 წელს - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად;

Ø 2022 წელს - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურის სპეციალისტად.

სოფიო მგალობლიშვილმა წარმატებით გაიარა და ჩააბარა კავკასიის უნივერისტეტის ტრენინგ ცენტრის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო კურსი და შპს „ტრენინგ სფეისი“ს მიერ ჩატარებული გამოცდა.

სოფიო მგალობლიშვილი 2023 წლიდან იკავებს ცენტრის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობას.

 

შრომის უსაფრთხოებაში გავლილი ტრენინგები/სერტიფიკატები:

Ø „სახანძრო უსაფრთხოება” – 21 ნოემბერი, 2022წ. კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი;

Ø „ტრენერთა ტრენინგი“ – 14 დეკემბერი, 2022წ. კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი;

Ø „პირველადი სამედიცინო დახმარება“ – 15 დეკემბერი, 2022 წ. კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი;

Ø შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - 10 იანვარი, 2023წ. შპს „ტრენინგ სფეისი“.