FAQ

ედიშერ ჩუბინიძე

სახელი გვარი
ედიშერ ჩუბინიძე
შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური

ედიშერ ჩუბინიძემ წარჩინებით დაამთავრა ქ. ზესტაფონის ნომერ პირველი საშუალო სკოლა. ასევე, წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

ედიშერ ჩუბინიძე გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „იურიდიული კლინიკის“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.

 

ედიშერ ჩუბინიძემ ასევე წარმატებით ჩააბარა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა

ედიშერ ჩუბინიძეს სამუშაო გამოცდილება გააჩნია შემდეგ პოზიციებზე: შპს გამომცემლობა „სამშობლოს“ იურიდიული სამსახურის უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანიისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის კადრების განყოფილების უფროსი, შპს „აი-ბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის ეკონომიკურის სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი, შესყიდვებისა და ლოგისტიკის სამმართველოს უფროსი.

 

ედიშერ ჩუბინიძეს გავლილი აქვს შემდეგი სასწავლო კურსები:

· ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ადამიანის უფლებათა სამართალი;

· საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი - ადვოკატთა მოსამზადებელი კურსი;

· USAID - დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G3) -საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში

· სახელმწიფო უშიშროების აკადემია - ერთწლიანი სპეციალური სასწავლო კურსი;

· სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია - სამართლებრივი წერა

· სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - სახელმწიფო შესყიდვების კურსი

· სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია - სავალდებულო და შერჩევითი ინვენტარიზაცია საბიუჯეტო ორგანიზაციაში

· მართვის აკადემია - ტრენინგი მენეჯერებისათვის - მართვის თანამედროვე მეთოდები

 

ედიშერ ჩუბინიძე ასევე გახლავთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პერიოდული გამოცემა „ალმანახის“ არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.