ქეთევან ფანჩულიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მიენიჭა ჟურნალისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერიოდულ გაზეთში, მოგვიანებით საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციაში, ხოლო 1991 ქეთევან ფანჩულიძე მუშაობას აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრში.
2002-2006 წლებში ქეთევან ფანჩულიძე, პოლიტიკისა და სტრატეგიის კომპონენტის ადგილობრივი კონსულტანტის პოზიციაზე თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის განათლების სისტემის გარდაქმნის და განმტკიცების პროექტში ”ილია ჭავჭავაძე“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საფუძველი ეყრება სსიპ - მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრის დაფუძნებას, სადაც ქეთევან ფანჩულიძე აქტიურად იყო ჩართული ცენტრის სტრატეგიული გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის პროექტის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და მასწავლებელთა რეგისტრაციის ბაზის სპეციფიკაციების შემუშავებაში.
2009 წლიდან ქეთევან ფანჩულიძე მუშაობს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სხვადასხვა თანამდებობაზე, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. 2014 წლიდან კოორდინაციას უწევს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის განვითარების პროცესებს.
2018 წლიდან დღემდე ქეთევან ფანჩულიძე, ადგილობრივი ექპერტის სტატუსით, აქტიურად არის ჩართული და მონაწილეობს, უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნის მიზნით, ბოლონიის დანერგვის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მიერ დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში.
ქეთევან ფანჩულიძეს გავლილი აქვს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIEP) დისტანციური განათლების კურსი - უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები. იგი ასევე არის ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სერთიფიცირებული ტრენერი. მას გავლილი აქვს მართვის აკადემიის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი მართვის თანამედროვე მეთოდებში. ევროპის განათლების ფონდის (ETF) პროექტის - „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (სტანდარტები და კურიკულუმი) განვითარება“ ფარგლებში ქეთევან ფანჩულიძეს გავლილი აქვს სასწავლო კურსი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული სტანდარტის DACUM-ის მეთოდოლოგით განვითარების მიმართულებით.
ქეთევან ფანჩულიძე 2020 წლის აგვისტოდან იკავებს კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციას.