FAQ

ბაკურ ჯანაძე

სახელი გვარი
ბაკურ ჯანაძე
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

ბაკურ ჯანაძე დაიბადა ქალაქ თბილისში. მან  დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, ასევე წარჩინებით დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლა, მიენიჭა ქსელის ინჟინერის ბაკალავრის ხარისი.
ბაკურ ჯანაძეს გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა პოზიციებზე, კერძოდ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების მიმართულებით.  მან ასევე დააგროვა სამუშაო გამოცდილება კერძო სტრუქტურაში მუშაობით. მას აქვს გამოცდილება კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების, სისუსტეების იდენტიფიცირებისა და  ანალიზის მიმართულებით. იგი შეიმუშავებს და ატარებს კომპიუტერული  და ინფორმაციული უსაფრთხოების სატრენინგო კურსებს, ცენტრის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.  
ფლობს რამდენიმე უცხო ენას, საუბრობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. მან წარმატებით დაამთავრა, ჯორჯ ბაირონის სახელობის ინგლისური ენისა და კულტურის სკოლა. 
ბაკური მონაწილეობას იღებდა პროფესიული განათლების მიმართულებით ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში გერმანიაში, ესტონეთსა და რუმინეთში.  კერძოდ კიბერ კრიზისების მართვის სასერთიფიკატო ტრენინგსა და გიგანტი კომპანიების მიერ ინიცირებულ არაერთ სწავლებაში.(კერძოდ:Microsoft Digital Evolution Forum,Cyber Security for business,Cyber Reality 2022).  
ბაკურ ჯანაძემ წარმატებით ჩააბარა ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ინიცირებული ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სასერთიფიკატო გამოცდა.
ბაკური ამჟამად იკავებს სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობას.