FAQ

ქეთევან კობახიძე - დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი

სახელი გვარი
ქეთევან კობახიძე - დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
მოადგილე

ქეთევან კობახიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი და არის ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი. 2016 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და 2016-2017 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

ქეთევან კობახიძე სხვადასხვა დროს მოწვეული მკვლევარის სტატუსით იმყოფებოდა მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგუი, გერმანია).

ქეთევან კობახიძეს ეკავა სექტორის უფროსისა და მთავარი მრჩევლის პოზიცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე სამსახურისა უფროსის პოზიცია და სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში და სსიპ იუსტიციის სახლში. ასევე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ქეთევან კობახიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა დროს ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. ამჟამად, რამდენიმე სალექციო კურსს კერძო სამართალში კითხულობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ქეთევან კობახიძე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი კერძო სამართალში. მას გავლილი აქვს ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სწავლებისა და სწავლის ინსტიტუტის სრული კურსი სამართლის სწავლებაში. ქეთევან კობახიძე იყო მომხსენებელი განგრძობადი იურიდიული განათლების ეროვნულ კონფერენციებზე. ასევე სტუდენტთა ტრენერი კლიენტის კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრებზე.

ქეთევან კობახიძე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციას 2019 წლის ივლისიდან იკავებს.

ასევე, ქეთევან კობახიძე 2024 წლის ოქტომბრიდან  იკავებს სსიპ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას.