ლაშა ზივზივაძეს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის დაახლოებით 10-წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინვესტიციო სამმართველოს უფროსად, სტრატეგიისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსად, სოფლის განვითარების სამმართველოს უფროსად, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის კოორდინაციის სამართველოს უფროსად. მას აქვს გამოცდილება სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების, პოლიტიკის კოორდინაციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მომზადების მიმართულებებით.
ლაშა ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით. ასევე, ის ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრის ხარისხს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ბიზნეს-ტექნოლოგიების მიმართულებით. ერასმუს მუნდუსის პროექტის დაფინანსებით სამეცნიერო კვლევის განსახორციელებლად ის იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, მასარიკის უნივერსიტეტში. 2018 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.