FAQ

ნინო ხითარიშვილი

სახელი გვარი
ნინო ხითარიშვილი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ნინო ხითარიშვილმა 2009 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 2016 წელს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე. 
ნინო ხითარიშვილი 2015 წლიდან მუშაობს განათლების სისტემაში. სხვადასხვა დროს ის იკავებდა დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერის ოფიცრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების კოორდინატორისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციებს. ნინო ხითარიშვილს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებისა და ავტორიზაციის დებულების შემუშავების პროცესში, აგრეთვე სხვადასხვა გზამკვლევების, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებისა და თემატური ანალიზების მომზადებაში. 
ნინო ხითარიშვილს აქვს ტრენინგების დაგეგმვის და ჩატარების დიდი გამოცდილება, ასევე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, მათ შორის UNDP, UNICEF, GIZ, WB და British Council თანამშრომლობით. 
ის სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
ნინო ხითარიშვილი 2022 წლიდან იკავებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას.