FAQ

სვეტლანა ჯავახაძე

სახელი გვარი
სვეტლანა ჯავახაძე
ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახური

სვეტლანა ჯავახაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, მიენიჭა ფიზიკოსის კვალიფიკაცია.

სვეტლანა ჯავახაძე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს 2014 წლიდან. წლების განმავლობაში მას ეკავა საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოში კოორდინატორის, ასევე საქმისწარმოებისა და მომსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობა. 2020 წლის აგვისტოდან, სვეტლანა იკავებს ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურის უფროსის თანამდებობას.

სხვადასხვა დროს სვეტლანა ჯავახაძე მუშაობდა საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში აპარატის უფროსის პოზიციაზე, საქართველოს კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში, ეკოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტის პოზიციაზე, საქართველოს ახალგაზრდული კავშირის თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე, ასევე სხვადასხვა პოზიციაზე კერძო სექტორში.

სვეტლანა ჯავახაძე ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.