FAQ

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 10 აგვისტო 2016


გაცნობებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 10 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე გადაიდო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკითხების განხილვა. სხდომა გაიმართება 2016 წლის 11 აგვისტოს , 13:00 საათზე.

(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული) 

დღის წესრიგი: 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკანდინავისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
3. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი, ტურიზმი) ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
4. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
5. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
6. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალური რესურსების და ენერგეტიკის მართვისა და მდგრადი განვითარების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
7. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
8. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
9. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთასორისო ურთიერთობების - ევროპა და ახლო აღმოსავლეთის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.