FAQ

საქართველოს გამოცდილების გასაცნობად ევროპელი კოლეგები ესტუმრნენ

29 აპრილი 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის - ENIC/NARIC-ის ესტონელ, ფინელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდნენ. უცხოელი კოლეგები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის  მიზანი საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გამოცდილებების ურთიერთგაზიარება იყო.
 
დელეგაციამ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო საქართველოს განათლების სისტემაში გატარებული ისეთი რეფორმების შესახებ, როგორებიცაა: ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და CAT. უცხოელი კოლეგები ასევე გაეცნენ უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში გატარებულ რეფორმებს.
 
ENIC/NARIC-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემებით და პროცესებით, ასევე საგანმანათლებო დოკუმენტაციის წარმოებით - რეესტრი, აპოსტილი, ლეგალიზაცია და ა.შ.
 
ვიზიტის ფარგლებში ENIC/NARIC-ის  წარმომადგენლებმა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრში.
 
ENIC/NARIC-ის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვეს ქართულ მხარესთან თანამშრომლობით. მათ აღნიშნეს, რომ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციით სარგებლობენ ქართული მხარისგან.
 
სამომავლოდ, საქართველოს განათლების სისიტემაში მიმდინარე პროცესების გაცნობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით იგეგმება ENIC/NARIC-ის სომეხი და აზერბაიჯანელი წარმომადგენლების ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს გამოცდილების გასაცნობად ევროპელი კოლეგები ესტუმრნენ