FAQ

გამწვანების აქცია „დედამიწის დღეს“ მიეძღვნა

22 აპრილი 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამწვანების აქცია მოაწყო, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა. აქციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე მონაწილეობდა.
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად გლდანში ფიჭვის 200 ნერგი დარგეს. აქცია თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით მოეწყო და მისი მიზანი ბუნების დაცვა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაა. მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანება და ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერა, რომელიც ბუნების დაცვას უწყობს ხელს.
 
ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა პროგრესული ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის.
 
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღნიშნება. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 175 ქვეყნის ათიათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში „დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა.

გამწვანების აქცია „დედამიწის დღეს“ მიეძღვნა