გაცნობებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 30 მარტს 11:00 საათზე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. 
 
შეხვედრის თემა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი სახელმწიფო სასწავლო/ სამაგისტრო და სოციალური გრანტების ადმინისტრირებაში. 
 
შეხვედრის დრო: 30 მარტი, 11:00 საათი 
 
შეხვედრის ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, ნულოვანი სართული 
 
მიზანშეწონილია შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გრანტების აღრიცხვიანობაზე და საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა. 
 
ერთი დაწესებულებიდან შეხვედრას შეიძლება დაესწორს არაუმეტეს ორი ადამიანისა.