განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15 იანვარს, 11:00 საათზე 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა. 
 
შეხვედრის თემას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის ადმინისტრირების პროცესი. 
 
მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1.