FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 11 ნოემბერი 2015


სხდომის თარიღი: 2015 წლის 18 ნოემბერი, 14:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

დღის წესრიგი:

1. „ა(ა)იპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ’’ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2012 წლის 21 აგვისტოს №260 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვა;
2. „შპს ქართულ-ევროპული აკადემიის ავტორიზაციის შესახებ’’ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 1 აგვისტოს №6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვა;
3. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების საკითხის განხილვა;
4. შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების საკითხის განხილვა;
5. სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების საკითხის განხილვა.


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.