FAQ

ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართა

27 ნოემბერი 2026



27 ნოემბერს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა. დოკუმენტი შეიმუშავა „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის“ უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც ცენტრის დირექტორის 2026 წლის 13 მაისის N568706 ბრძანებით დამტკიცდა.


სხდომაზე საბჭომ განიხილა საჯარო განხილვის პერიოდში (2 ნოემბერი – 25 ნოემბერი, 2026) დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წარდგენილი წინადადებები. რადგან დოკუმენტში არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა, საბჭომ, უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების, დარგობრივი საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის წესის შესაბამისად (ცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აგვისტოს ბრძანება N1015087), დოკუმენტის პროექტის დამტკიცებისთვის კენჭისყრა გამართა.


დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით საბჭომ მხარი დაუჭირა დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.