FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის საჯარო განხილვა

25 ნოემბერი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2024 წლის ოქტომბრიდან ახროციელებს ერაზმუს +-სა და ცენტრის თანადაფინანსებულ პროექტს - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)".


 
პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზება ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან. კერძოდ: რეფერენსირება ადგენს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონეების შესაბამისობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL); თვითსერტიფიცირება კი ადგენს ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის კვალიფიკაციების შესაბამისობას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).


 
რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს პირდაპირ, გამჭვირვალე და მეთოდოლოგიურ კავშირს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა (NQF) და საერთაშორისო მეტა-ჩარჩოებს შორის. აღნიშნული პროცესის უპირველესი მიზანია საქართველოში გაცემული ყველა დონის კვალიფიკაციის თავსებადობის, ვალიდურობისა და საერთაშორისო ნდობის უზრუნველყოფა, რაც თვისებრივად აამაღლებს ეროვნული განათლების სისტემის ცნობადობას და გაამარტივებს ქართული დიპლომებისა თუ კვალიფიკაციების აღიარების მექანიზმებს ევროკავშირის სივრცეში.


 
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ცენტრის დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს №997194 ბრძანებით დამტკიცდა,  GEOREF პროექტის გუნდისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით  მოამზადა რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის სამუშაო ვერსია, რომელიც საჯარო განხილვისთვის  განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/1114/proeqtis-farglebshi-shemushavebuli-dokumentebi 


დოკუმენტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება იწარმოებს  2026 წლის 25 ნოემბრიდან - 10 დეკემბრამდე.


საჯარო განხილვის მიზანია, ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადებამდე გათვალისწინებულ იქნეს პროფესიული და აკადემიური საზოგადოების, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შენიშვნები.


გთხოვთ, თქვენი წინადადებები დოკუმენტთან დაკავშირებით წარმოადგინოთ შემდეგ ბმულზე: ბმულზე: GNQF რეფერენსირებისა და თითსერტიფიცირების ანგარიშის საჯარო განხილვა – Fill out form