FAQ

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართება

24 ნოემბერი 2026

2026 წლის 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ონლაინპლატფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართება დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

 

სხდომის ფარგლებში საბჭო განიხილავს სამი უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტს:

  • გეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტს;

  • გეოგრაფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტს;

  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტს.

 

საბჭოს საჯარო  სხდომის მიზანია წარმოდგენილი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების განხილვა.

 

სამივე დარგობრივი მახასიათებლის პროექტი საჯარო განხილვის მიზნით გამოქვეყნდა ცენტრის ვებგვერდზე. დაინტერესებულ მხარეებს წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენა 2026 წლის 24 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

 

დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ცენტრის ვებგვერდზე:

https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva

  • პუნქტი N102 – გეოლოგია;

  • პუნქტი N103 – გეოგრაფია;

  • პუნქტი N104 – დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.

 

შეხვედრის ბმული:

https://us02web.zoom.us/j/89743715837?pwd=ugOaV6gMxCHbNYo1vlmhUazBYhWFqM.1