FAQ

ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა სტამბულში გამართულ საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

27 ნოემბერი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ლაშა მარგიშვილმა, მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისა და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ VIII საერთაშორისო კონგრესში.

 

კონგრესი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბულში გაიმართა.

 

კონგრესზე ლაშა მარგიშვილმა წარადგინა მოხსენება საქართველოში მოქმედი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის შესახებ. მან ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც სწავლა-სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხებს ეხებოდა.

 

საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორი იყო თურქეთის რესპუბლიკის მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისა და აკრედიტაციის ასოციაცია (EPDAD).

 

კონგრესში მონაწილეობდნენ თურქეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, აგრეთვე სლოვენიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები

ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა სტამბულში გამართულ საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა