განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი სესია მთლიანად დაეთმო სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე მსჯელობას.
კონფერენცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ლაშა მარგიშვილმა გახსნა. მან ცენტრის 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა და სესიის მონაწილეებს ცენტრის სამომავლო ხედვები გააცნო.
ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარი მიქაუტიძემ დამსწრე საზოგადოებას სამსახურის 2026 წლის საქმიანობის შედეგები და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ავტორიზაციის პროცესში გამოვლენილ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და შეძენილ გამოცდილებებზე იმსჯელეს და გამოწვევების რეაგირების გზები დასახეს.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.