2026 წლის 27 ოქტომბერი 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამოქალაქო ინჟინერიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი „მულტიმედია ჟურნალიზმისა და კომუნიკაციის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "მედიის კვლევების და მულტიმედია წარმოების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა" და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან" შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "განათლების მეცნიერებების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული" საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
6. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების "მეცნიერებების სადოქტორო" საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული" საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
8. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ამერიკისმცოდნეობის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა" და "სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით