FAQ

სურსათის უვნებლობის უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოსთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

2 ოქტომბერი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, სურსათის უვნებლობის უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოსთან საკონსულტაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საბჭოს წევრებისთვის დარგობრივი მახასიათებლისა და დარგობრივი საბჭოს ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, საბჭოს შემდგომი საქმიანობისა და სამუშაო პროცესის დაგეგმვა.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა დარგობრივი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და განისაზღვრა შემდგომი სამუშაო ეტაპები.