2026 წლის 15 სექტემბერი 14:00 საათი
დღის წესრიგი:
ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის "ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების" ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის „მედიცინის" ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან" და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან" შესაბამისობის დადგენის მიზნით);
შპს ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი "ბიზნესის ადმინისტრირების" სამაგისტრო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ევროპისმცოდნეობის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით