მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, 16:00-ზე, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-7 სხდომა. საბჭომ იმსჯელა სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და სპეციალური განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელში ცვლილებების შეტანის თაობაზე.