FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

22 ივნისი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა და დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძემ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს. 
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს შეხვედრების ციკლს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. 
 
 შეხვედრაზე,  ლაშა მარგიშვილმა და ქეთევან კობახიძემ სტუდენტებს გააცნეს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზნები, პრიორიტეტები, ორგანიზაციის ხედვა, მისია და ღირებულებები. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სტუდენტების უფლებები და მათი ჩართულობის სხვადასხვა ფორმები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში. 
 
შეხვედრამ ინტერაქტიულ ფორმატში ჩაიარა, რომლის დროსაც სტუდენტებმა  მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს შეხვედრებს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა