მიმდინარე წლის 2 ივლისს, 16:00-ზე, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება 2026 წლის 31 მარტის N 382661 ბრძანებით დამტკიცებული საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს 1-ლი სხდომა.
საბჭო იმსჯელებს ცენტრის დირექტორის 2025 წლის 25 აპრილის №442219 ბრძანებით დამტკიცებული „საზღვაო მეცნიერების", „საზღვაო ინჟინერიისა" და „საზღვაო ელექტროინჟინერიის" უმაღლესი განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ განახლებულ საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრის დეტალები:
Join Zoom Meeting: https://us02web.zoom.us/j/87825378605?pwd=TqZP34v3AaNLWI1dNrJsaqHUbgsl4R.1
Meeting ID: 878 2537 8605
Passcode: Marine26@