განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2026 წლის 19 ივნისს ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს I სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭომ დაიწყო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში უმაღლესი განათლების პროგრამების ხარისხის განვითარებასა და დარგობრივი სტანდარტების ჩამოყალიბებას.