განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2026 წლის 17 ივნისს ქიმიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს I სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში საბჭომ დაიწყო ქიმიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს ქიმიის მიმართულებით უმაღლესი განათლების პროგრამების ხარისხის განვითარებისა და ერთიანი აკადემიური სტანდარტების უზრუნველყოფის ხელშეწყობას.