მიმდინარე წლის 7 მაისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცენტრის დირექტორის 2026 წლის 31 მარტის N382660 ბრძანებით დამტკიცებული საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეშვიდე სხდომა. საბჭომ იმსჯელა საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებულ პროექტთან დაკავშირებით.