ანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა და ცენტრის წარმომადგენელმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.
ლაშა მარგიშვილმა, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში კიდევ ერთხელ გააცნო საერთაშორისო პარტნიორებს ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულ ჰარმონიზაციას უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან.
ასევე, ფორუმზე ცენტრის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე - „უმაღლესი განათლების სისტემის მიმართ ნდობის განმტკიცება და საზღვარგარეთ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება“.
პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცდილებას, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა:
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პლატფორმებზე წარმატებული პრაქტიკების წარდგენას და უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში აქტიურ ჩართულობას.