მიმდინარე წლის 28 აპრილს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭომ იმსჯელა სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და სპეციალური განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებლებში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ რეკომენდებული სწავლის შედეგების ასახვის თაობაზე. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ბავშვის უფლებათა ძირითადი პრინციპების შესახებ ცოდნისა და უნარების ინტეგრირებას სწავლის შედეგებში.