განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 2 და 17 აპრილს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომები გაიმართა.
სხდომებზე საბჭომ მოისმინა და განიხილა დაინტერესებული პირების მიერ დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები.
საჯარო განხილვის პროცესი დაინტერესებული პირების მაღალი ჩართულობით წარიმართა.