2026 წლის 21 აპრილი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ბავშვის უფლებების" ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა ;
2. შპს კავკასიის უნივერსიტეტის "ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური ნომიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით)
3. Სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "Საჯარო მმართველობის" (180 კრედიტიანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში
4. Სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" (240 კრედიტიანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში
5. Სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "Ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში
6. Სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების" სამაგისტრო საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში;
7. შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის "ფინანსების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში;
8. შპს ალტე უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით