FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართება

30 მარტი 2026

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით მიმდინარე წლის 2 აპრილს, 11:00 საათზე, გაიმართება სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა.

 

სხდომაზე საბჭო მოისმენს და განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ წინადადებებს.

 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva   (პუნქტი N89)

 

შეხვედრის ბმული: 

https://us02web.zoom.us/j/86186785848?pwd=0jF1FWMF95OUFRZUHtSdPHI14mpxZV.1

 

შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  s.gaprindashvili@eqe.ge