FAQ

3 აპრილის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 20 მარტი 2026

2026 წლის 3 აპრილი, 14:00 საათი     
 
დღის წესრიგი:


1.     შპს უნივერსიტეტ გეომედის "ჯანდაცვის მენეჯმენტის" საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამაზე  წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
2.    შპს უნივერსიტეტ გეომედის "ჯანდაცვის მენეჯმენტის" სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების  შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა.
 
 
საბჭოს სხდომის ეფექტიანი ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.