FAQ

Erasmus+ -ის პროექტის - GEOREF ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებზე მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25 თებერვალი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით GEOREF -ის პროექტის ფარგლებში  „არაფორმალური განათლების აღიარების“ მესამე ურთიერთსწავლების აქტივობა (PLA) გაიმართა.  


 პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაციას - მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოებთან (QF-EHEA).  
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

 

  • დაინტერესებულ მხარეებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (LLL) კონტექსტში არაფორმალური განათლების აღიარების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროება;
  • ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი დაძლევის გზების განსაზღვრა;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშში არაფორმალური განათლების კომპონენტის ეფექტიანი ასახვისთვის;
  • ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო ექსპერტებსა და ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წევრებმა;  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებმა; პროექტში ჩართულმა განათლების სფეროს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ლატვიიდან და იტალიიდან.

Erasmus+ -ის პროექტის - GEOREF ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებზე მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა