განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით GEOREF -ის პროექტის ფარგლებში „არაფორმალური განათლების აღიარების“ მესამე ურთიერთსწავლების აქტივობა (PLA) გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაციას - მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოებთან (QF-EHEA).
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წევრებმა; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებმა; პროექტში ჩართულმა განათლების სფეროს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ლატვიიდან და იტალიიდან.