2026 წლის 27 თებერვალი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს ,,ბიზნეს ანალიტიკის“ ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
შპს - საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სეუ-ს „აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების (EMBA)” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
Შპს კავკასიის უნივერსიტეტის “ინგლისური ფილოლოგიის” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენა);
საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.