განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) აღმასრულებელი საბჭოს წლის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა გაიმართა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, რომლის ორგანიზატორი იყო გერმანიის საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდი (FIBAA).
შეხვედრის ფარგლებში CEENQA-ს აღმასრულებელმა საბჭომ განიხილა აღნიშნული ქსელის ფინანსურ საკითხები, 2026 წლის სამოქმედო გეგმა, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების თანამშრომელთა გაცვლის შესაძლებლობები და ქსელის წევრობით დაინტერესებული სააგენტოების მიერ წარმოდგენილი განაცხადები.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო CEENQA-ს საიუბილეო ღონისძიების ორგანიზების საკითხებს, რომელიც 2026 წელს ხორვატიაში გაიმართება. ღონისძიება უმასპინძლებს ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეასა და სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრებს.
2025 წელს CEENQA-ს გენერალურ ასამბლეაზე, ქსელის წევრებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის არჩევა CEENQA-ს აღმასრულებელ საბჭოში, კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო დონეზე ცენტრის სანდოობის მაღალ ხარისხს, ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას და უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდას